UCC-ის ერთიანი საგადახდო პლატფორმა — სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი გადახდები ყველა არხზე

ინტერნეტ-ბანკინგი, მობილური აპები, POS-ტერმინალები და ბარათით გადახდები ერთ სანდო გადაწყვეტაში ბიზნესისა და კლიენტებისთვის

ჩვენი პროდუქტები

Apple Pay & Google Pay გადახდები ბიზნესისთვის

სწრაფი, დაცული და კომფორტული გადახდები UCC-ის ინფრასტრუქტურით
UCC-ის ინფრასტრუქტურით Apple Pay და Google Pay-ის ინტეგრაცია თქვენს ბიზნესს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზოს სწრაფი, უსაფრთხო და თანამედროვე გადახდის გამოცდილება, რომელიც ზრდის კომფორტს და ტრანზაქციების წარმატების მაჩვენებელს.

MY PAY ინტერნეტ ექვაირინგი ბიზნესისთვის

ონლაინ გადახდების მიღება პლასტიკური ბარათებით თქვენს ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში
MY PAY ინტერნეტ ექვაირინგი არის თანამედროვე საგადახდო სერვისი ბიზნესებისთვის, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებლებს ონლაინ გადახდებს Visa, Mastercard და სხვა საერთაშორისო საბარათე სისტემებით. სერვისი უზრუნველყოფს სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადახდებს, მოქნილ ინტეგრაციას (ჩაშენებული გადახდის გვერდი ან გადამისამართება), PCI DSS და 3D Secure სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე ტრანზაქციების სრულ კონტროლსა და ანალიტიკას — ერთიანი ინტეგრაციის ფარგლებში.

UCC ვერიფიკაციის სერვისი

უსაფრთხო და სანდო ტრანზაქციები OTP ვერიფიკაციით
UCC-ის ვერიფიკაციის სერვისი უზრუნველყოფს Pay-აპარატებიდან განხორციელებული ყველა ტიპის გადახდის უსაფრთხოებას — მომსახურების საფასურის გადახდიდან თანხის ჩარიცხვამდე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. სერვისი იყენებს ერთჯერად SMS კოდს (OTP) და მრავალსაფეხურიან ვერიფიკაციას, რაც ამცირებს რისკებს, ზრდის ტრანზაქციების სანდოობას და სრულად აკმაყოფილებს კიბერუსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს, მომხმარებლისთვის მარტივი და კომფორტული პროცესის შენარჩუნებით.

UCC ნოტიფიკაციების სერვისი

რეალურ დროში ფინანსური ვალდებულებების ინფორმირება და გადახდების გამარტივება
UCC-ის ნოტიფიკაციების სერვისი უზრუნველყოფს დავალიანებების, კომუნალური გადასახადების, საპატრულო და პარკინგის ჯარიმების შესახებ ინფორმაციის ავტომატურ და რეალურ დროში გაცვლას გადახდის ინიციატორებსა და გადახდის მიმღებ ორგანიზაციებს შორის. სტანდარტიზებული და ზუსტი მონაცემები ამარტივებს გადახდის პროცესს, ზრდის გადახდების ეფექტიანობას და აუმჯობესებს როგორც ბიზნესების, ისე მოქალაქეების გამოცდილებას.

თაღლითობის გამოვლენის სისტემა

თაღლითური ტრანზაქციების მონიტორინგი და პრევენცია.
UCC არის თანამედროვე თაღლითობის საწინააღმდეგო პლატფორმის ოფიციალური ინტეგრატორი საქართველოში. სისტემა აანალიზებს ტრანზაქციებს რეალურ დროში, აფიქსირებს საეჭვო აქტივობას და ხელს უშლის თაღლითობას, რაც უზრუნველყოფს ბანკებისა და ბიზნესებისთვის უსაფრთხოების უმაღლეს დონეს.

რატომ ჩვენ?

აბსოლუტური საიმედოობა
UCC-ის ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს სტაბილურ და უწყვეტ მუშაობას 24/7 რეჟიმში და სარგებლობს წამყვანი ბანკების, ფინანსური და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე მსხვილი კომპანიების ნდობით.
ბაზრის ლიდერი გადახდის სერვისებში
ჩვენ ვაერთიანებთ გადახდის მრავალფეროვან არხებს ერთ უსაფრთხო ეკოსისტემაში.
თანამედროვე ტექნოლოგია და მაღალი სიჩქარე

UCC-ის პლატფორმა უზრუნველყოფს ტრანზაქციების სწრაფ და უწყვეტ დამუშავებას მაღალი დატვირთვის პირობებშიც.
უსაფრთხოება საერთაშორისო სტანდარტებით


მონაცემთა დაცვა და ტრანზაქციების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია
მოქნილი ინტეგრაცია
სტანდარტიზებული API-ები და მარტივი ინტეგრაცია ნებისმიერი პლატფორმისთვის.
გამოცდილებაზე დაფუძნებული გუნდი
ჩვენი გუნდი ქმნის სანდო გადაწყვეტილებებს, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ საჭიროებებს ეფუძნება.

ჩვენი პარტნიორები

დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი, მალე დაგიკავშირდებით
გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით

კომპანიის შესახებ

სს „გაერთიანებული კლირინგ ცენტრი“ (UCC) არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო საგადახდო მომსახურებების პროვაიდერი, რომელიც უკვე წლებია ემსახურება ბანკებს, მსხვილ ბიზნესებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს. ჩვენი მიზანია ყოველდღიური გადახდები გავხადოთ მარტივი, უსაფრთხო და სტაბილური — როგორც კომპანიებისთვის, ისე მილიონობით მომხმარებლისთვის.
UCC დაფუძნდა 2008 წელს, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივის საფუძველზე, როგორც საცალო გადასახდების ერთიანი ცენტრი. საწყისი იდეა იყო ერთი ცენტრალური პლატფორმის შექმნა, რომელიც გაამარტივებდა სხვადასხვა გადახდის არხიდან ყველა ტიპის საცალო გადახდის მიღებასა და დამუშავებას. დღეს UCC წარმოადგენს ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის ერთ-ერთ ძირითად ინფრასტრუქტურულ საყრდენს.

ჩვენი მისიაა საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარება მაღალი უსაფრთხოების, სანდოობისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით. ვქმნით გარემოს, სადაც გადახდები სრულდება სწრაფად და შეუფერხებლად, მონაცემები დაცულია, ხოლო პარტნიორები ეყრდნობიან სტაბილურ და გამჭვირვალე ინფრასტრუქტურას.

დღეს UCC უზრუნველყოფს საცალო გადახდების სრულ ციკლს, სხვადასხვა საგადახდო არხის ინტეგრაციას ერთიან პლატფორმაზე და მაღალი მოცულობის ტრანზაქციების უსაფრთხო დამუშავებას. ჩვენს ინფრასტრუქტურას ენდობა საქართველოს წამყვანი ბანკები, სახელმწიფო უწყებები, მსხვილი კომპანიები და მილიონობით მომხმარებელი — რაც გვაძლევს პასუხისმგებლობას მუდმივად განვვითარდეთ და შევთავაზოთ ბაზარს თანამედროვე, ინოვაციური საგადახდო გადაწყვეტილებები.

ჩვენი ბლოგი